ევროპარლამენტმა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების სასარგებლოდ 598, წინააღმდეგ კი, 55 ხმა დაფიქსირდა.

ფინანსურ დახმარებას უკრაინა ორი ტრანშის სახით მიიღებს. ევროპარლამენტში აღნიშნავენ, რომ სესხის მიზანია „სწრაფი მხარდაჭერა მწვავე კრიზისის ვითარებაში და ქვეყნის მედეგობის გაძლიერება“. თანხის ნახევარი, წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიყოფა და ის უკრაინაში სტაბილურობის გაძლიერებას მოხმარდება. ამასთან, თანხის გასაცემად, ქვეყანამ უნდა აჩვენოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მაკროეკონომიკური პროგრამის განხორციელებაში პროგრესი.