ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმების ჩატარებით უკრაინაში კონფლიქტის გამწვავება კრემლს ძვირი დაუჯდება.

reuters-ის ცნობით, ევროკავშირი რუსეთს სანქციების მერვე პაკეტს უწესებს. პაკეტი რუსული პროდუქციის იმპორტზე დამატებით შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. საუბარია შვიდი მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე. ასევე, შეზღუდვები შეეხება ისეთი საკვანძო ტექნოლოგიების ექსპორტს, რომელიც სამხედრო და საავიაციო სფეროში გამოიყენება; ასევე, ზოგიერთ ქიმიურ შემადგენლობას.

გარდა ამისა, სანქციების პაკეტი სამართლებრივ საფუძველს შექმნის ნავთობის ფასზე ლიმიტის დასაწესებლად და ევროკავშირის მოქალაქეებს რუსული სახელმწიფო კომპანიების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავებას აუკრძალავს.

მთავარი სიახლეები