ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს შენობები უკრაინის დროშის ფერებში განათდა

ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს შენობები,

ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს შენობები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის დროშის ფერებში განათდა, - ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

„უკრაინის ლურჯი და ყვითელი ფერები წინააღმდეგობის ფერებია. ამ სამწუხარო წლისთავზე ისინი, როგორც უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის სიმბოლო, ჩვენს შენობას ამშვენებენ. ჩვენი მამაცი მეზობლები, პარტნიორები და ევროკავშირის მომავალი წევრები“, - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წელი გავიდა.