ევროკავშირი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას იწყებს

უკრაინა

ევროკავშირის განცხადებით, ისინი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას იწყებენ.  ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

„ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას.

პირველად ევროკავშირი დააფინანსებს იარაღისა და აღჭურვილობის შეძენას და მიწოდებას თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყანაში.

ჩვენ ასევე ვამკაცრებთ სანქციებს კრემლის წინააღმდეგ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი სოციალურ ქსელში.