ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

ევროკავშირი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს, რომ ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. 

მისი თქმით, რუსეთი ვერ შეძლებენ დაშვებას, აფრენას, ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენას,

„ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ დაშვებას, აფრენას, ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენას, მათ შორის ოლიგარქების პირადი თვითმფრინავები“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.