გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1735836785
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბაიდენი ამ კვირაში ეწვევა ბრიუსელს, რათა ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად განიხილოს აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები.
„ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მეხუთე რაუნდზე, მოსალოდნელია ბევრი ახალი სანქცია და სახელი” - თქვა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა ანონიმურობის პირობით, რადგან ახალი სანქციების შესახებ დისკუსიები ჯერ მხოლოდ პირად საუბრებში გრძელდება.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების წინა ოთხმა რაუნდმა არ შეცვალა კრემლის კურსი უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დასასრულებლად, რაც დასავლეთს აიძულებს კიდევ უფრო ძლიერი ნაბიჯების გადადგმას.
მანამდე აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვეს რუსულ ნავთობზე, მაგრამ ევროკავშირმა ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა. ამავდროულად, ევროკომისიამ შეიმუშავა გეგმა რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის ეტაპობრივი გამორიცხვის შესახებ 2030 წლამდე.