პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეუთო-ში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისიის წინასწარი ანგარიში, ორგანიზაციის 57 ქვეყნიდან 45-ის თანხმობით დღეს გამოქვეყნდა.
მასში ნათქვამია, რომ მისიას არ შეუძლია შეაფასოს, არის თუ არა თავად შეჭრა ფართომასშტაბიანი ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულია საერთაშორისო ნორმების მრავალი დადასტურებული დარღვევა.
„მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობები, ასევე ჟურნალისტების და ადგილობრივი ოფიციალური პირების გატაცება ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ნებისმიერი ასეთი ძალადობრივი ქმედება, რომელიც ჩადენილია ამ შემოჭრის ფარგლებში, წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ. ანგარიშში დაფიქსირებულია დარღვევები როგორც უკრაინული, ასევე რუსული მხარის მხრიდან. თუმცა, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დარღვევები უფრო სერიოზული ხასიათისა და მასშტაბისაა“, – ნათქვამია დოკუმენტში.