აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გამოუყოფს

ბაიდენი

აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბრის დროს უთხრა.

„უკრაინელმა სამხედროებმა იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით, დამანგრეველი ეფექტით გამოიყენეს. მაშინ, როდესაც რუსეთი ემზადება დონბასის რეგიონში თავდასხმის გასაძლიერებლად, აშშ გააგრძელებს უკრაინის უზრუნველყოფას საკუთარი თავის დასაცავად შესაძლებლობებით“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აღნიშნული პაკეტი მოიცავს როგორც ახალი ტიპის იარაღს, ასევე იმ ტიპის აღჭურვილობას, რომელსაც აშშ უკრაინას კვირების განმავლობაში აწვდიდა.

ახალი აღჭურვილობა მოიცავს საარტილერიო სისტემებს, საარტილერიო ჭურვებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს.

„მე ასევე დავამტკიცე დამატებითი შვეულმფრენების გადაცემა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.