ეს სიცრუეა, იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში - პესკოვი იზიუმთან აღმოჩენილ მასობრივ საფლავზე

პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

„ეს იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში. ყველაფერი ერთი სცენარის მიხედვით ვითარდება. ეს სიცრუეა და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს მთელ ამ ამბავში", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, ოკუპანტებისგან გათავისუფლებული იზიუმის მახლობლად მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც დაახლოებით 450 ცხედარი იყო დამარხული. უკრაინამ ცხედრების ექსჰუმაციის პროცესი დაიწყო.