1754633727
ეს არის ჰიტლერი და სტალინი გაერთიანებული ერთ პიროვნებაში - რასა იუკნევიჩიანე პუტინზე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს ევროპარლამენტარმა ლიეტუვიდან რასა იუკნევიჩიანემ მიმართა.
„ჩემო საქართველო, ჩვენ აქ მშვიდობისთვის ვართ, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ვართ შეკრებილი, სასტიკი ომი დაბრუნდა ევროპის კონტინენტის მიწაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას, საშინელი ძალა ემუქრება ევროპული კონტინენტის უდიდეს ნაწილს. ეს არის ჰიტლერი და სტალინი გაერთიანებული ერთ პიროვნებაში, რომელსაც ჰქვია პუტინი“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
ევროპარლამენტარმა მიმართვის დროს ბოდიშიც მოიხადა: „მე მსურს ბოდიში მოვიხადო იმისათვის, რომ ჩემი ხმა მეტისმეტად სუსტი იყო დასავლელი მეგობრებისა და მოკავშირეების დასარწმუნებლად, რომ ეს საშინელება ძალიან სახიფათო იყო ჩვენთვის, მთელი კონტინენტისათვის და ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორიისათვის. მე ვერ შევძელი, რომ ეს დროულად გამეკეთებინა“.