ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში სამართალდარღვევის 76 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტო

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ივლისის თვეში სამართალდარღვევის 76 ფაქტი გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 74 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 371 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით,  სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების ორი ფაქტია გამოვლენილი ახალქალაქში.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ივლისის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 364 ფაქტია გამოვლენილი. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 935 კუბური მეტრი შეადგინა. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის იანვრის თვიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 46 ფაქტი“, – აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.