1732386875
ერთად უნდა დავუმტკიცოთ ტერორისტებს, მარცხი არის სიტყვა მათ შესახებ და არა ევროპის შესახებ - ზელენსკი
უკრაინამ უკვე აღადგინა წყალმომარაგება და ელექტროენერგია ტექნიკურად, თუმცა ქვეყნის ცხრა რეგიონში, ელექტროენერგიის სტაბილიზაციისთვის გათიშვა გრძელდება.
რუსეთი კი არ შეწყვეტს ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ელექტროენერგიის აღდგენის ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს იმ რეგიონებშიც, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან დაიბრუნეს.
„ტერორისტების ფსონი ზამთრისთვის სრულიად გამჭვირვალეა ყველასთვის, ეს გამოწვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც გამოწვევა მთელი ევროპისთვის. მოსკოვი ზამთრის ნებისმიერ სირთულეს თავის პროპაგანდაში წარმოაჩენს, როგორც ერთიანი ევროპის წარუმატებლობის მტკიცებულებას. ამიტომ, ერთად უნდა დავუმტკიცოთ ტერორისტებს, რომ მარცხი არის სიტყვა მათ შესახებ და არა ევროპის შესახებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთს, უკრაინაზე მხოლოდ ერთი თავდასხმა 2 300 000 რუსი პენსიონერის ყოველთვიური შემოსავლის ეკვივალენტი დაუჯდა.