რუსეთს მალე შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დასჭირდეს - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს მალე შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დასჭირდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს გაზარდოს ზეწოლა ჩვენს პოზიციებზე მობილიზებული ადამიანების გამოყენებით, ისინი იმდენად ცუდად არიან მომზადებულნი და აღჭურვილნი, რომ რუსეთს შეიძლება მალე დასჭირდეს ხალხის ომში გაგზავნის ახალი ტალღა. ჩვენ ამისთვის ვემზადებით. რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ეძებს ნებისმიერ ახალ შესაძლებლობებს ომის გასაგრძელებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.