გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ედიშერ კვარაცხელია სამეგრელოში, წალენჯიხაში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
ქართველ, 44 წლის მებრძოლს მოსახლეობა გზადაგზა უკრაინის და საქართველოს დროშებით დახვდა.
„წალენჯიხა თავის გმირს დახვდება!
უკრაინაში თავისუფლებისათვის ბრძოლას შეწირულ მორიგ გმირს ედიშერ კვარაცხელიას მერიის წინ დაშვებული სახელმწიფო დროშით ორი ქვეყნის ჰიმნითა და საქართველო-უკრაინის დროშით დავხვდებით!“,- წერს ვიცე-მერი, თამარ ბელქანია.
შეგახსენებთ, უკრაინაში დაღუპული მეოცე ქართველი ედიშერ კვარაცხელია 10 ოქტომბრის გამთენიისას დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ედიშერი 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის წევრი იყო. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.
ედიშერ კვარაცხელია იყო ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.
ავტორი: თეა შონია