„43 სართულიდან გადმოვარდა...“ - ვინ არის ბათუმში დაღუპული კაცი
1777924526
11 წლის ებრაელი ალონი კორონავირუსის სამი განსხვავებული ვარიანტით 3-ჯერ დაინფიცირდა. მან გადაიტანა „ალფა“ და „დელტა“ შტამი, ახლა კი ომიკრონის შტამს ებრძვის. ბიჭი თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ალონის თქმით, წინა შტამებთან შედარებით, რომლის დროსაც ჰქონდა მრავალი სიმპტომი, ახლა თავს ცუდად არ გრძნობს, რადგან ალფას შტამის დროს მას აწუხებდა მაღალი ტემპერატურა.
„კარგად ვარ, თავს ჯანმრთელად ვგრძნობ, ბევრი სიმპტომიც არ მაქვს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ალონს კარანტინში გატარებული დღეებიდან განსაკუთრებით მოსწონს ის ფაქტი, რომ ტკბილეულებს მიირთმევს, თუმცა იმის გამო, რომ იზოლაციაში ხშირად მოუწია ყოფნა, მეგობრებიც ენატრება.
„დედაჩემმა ტკბილეულობა მიყიდა და იმედი მაქვს, უფრო მეტს მივიღებ. მეგობრებთან ყოფნა მენატრება. სიმართლე რომ ვთქვა, აქ არაფერია, რითაც შეიძლება დაკავდე. ჩაკეტილი ხარ სახლში და არაფერს აკეთებ“,- ამბობს პატარა ბიჭი.
2 თებერვალს ალონის დაბადების დღეა და იმედოვნებს, რომ კარანტინიდან თავს დააღწევს.