რატომ ვსუქდებით „ნერვიულობაზე“ და როგორ დავამარცხოთ კორტიზოლის მუცელი – ნატა გაგუას რჩევები
1764795505
ძირითად მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწიეთ, მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ამერიკულ გუნდთან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
უშაკოვის თქმით, პროცესი წინ მიიწევს და მოსკოვი მზად არის, უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ამერიკელ მომლაპარაკებლებთან იმუშაოს.
„ჩემი აზრით, პროგრესს მივაღწიეთ ძირითად მოლაპარაკებებში, რომლებშიც ჩვენი პრეზიდენტი მონაწილეობს. ეს იმედისმომცემია და მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ამერიკულ გუნდთან“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისივე თქმით, კრემლში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყველა საკითხი ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე განიხილეს.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ არ გამორიცხა უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შესაძლებლობა.
მისივე თქმით, ევროპელები მუდმივად აყენებენ მოსკოვისთვის მიუღებელ მოთხოვნებს და არ უწყობენ ხელს უკრაინის საკითხის მოგვარებას.
„ევროპელები მუდმივად აყენებენ მოსკოვისთვის მიუღებელ მოთხოვნებს. რბილად რომ ვთქვათ, ევროპელები არ უწყობენ ხელს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინის საკითხებზე მოლაპარაკების პროცესს“, – აღნიშნა უშაკოვმა.