1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინა ომის ზღვარზე. რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ჯერჯერობით უშედეგო მოლაპარაკებების ფონზე, ქვეყნები ომის დაწყების რამდენიმე სცენარს განიხილავენ. მოსკოვი აცხადებს, რომ ომს არ აპირებს და რომ უკრაინა პასუხს მხოლოდ თავდასხმის შემთხვევაში მიიღებს. პროვოკაციების ინსპირირების მოლოდინი აქვთ დასავლეთის ქვეყნებს.
„კურიერი" რადას დეპუტატებს გაესაუბრა. ერთ-ერთი მათგანი მარია იონოვაა, დეპუტატი, რომელსაც რუსეთმა სანქციები მისი ქმედებების გამო დაუწესა. ის არის არაერთი რეზოლუციის ინიციატორი უკრაინის პარლამენტში, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კრემლის საწინააღმდეგო ღონისძიებაში. სწორედ ამ საქმიანობის გამო ის ერთგვარ საფრთხედ იქცა რუსეთისთვის.
რადას დეპუტატი მადლობას უხდის საქართველოს და დეპუტატებს იმ მხარდამჭერი რეზოლუციისთვის, რომლის განხილვაც ახლა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს.
„ძალიან ვაფასებთ ნებისმიერ განცხადებას თუ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, განსაკუთრებით კი საქართველოს მხრიდან, რომელიც ასევე რუსული აგრესიის პირდაპირი მსხვერპლია. ჩვენ ყველანი რუსული ჰიბრიდული აგრესიის ქვეშ ვართ, ამიტომაც ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ სანქციების დროა. როგორც ქვეყანას, როგორც ხალხს - ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დახმარება. საქართველომ კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი, გვახსოვს 2008 წელი და ისიც გვახსოვს, თუ როგორ დაგვიდგნენ ქართველი მეგობრები გვერდში "ღირსების რევოლუციის" დროს. მადლობა ქართველ ხალხს ასეთი მხარდაჭერისთვის. ტრიო, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აერთიანებს, ასევე კარგი საშუალებაა ჩვენთვის, რომ ნამდვილ ევროპულ ქვეყნებად ვიქცეთ," - განაცხადა მარინა იონოვამ.