„ლეგენდები მიდიან...“ - ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1728416068
„მერი ბებომ, რომელიც ლაგოდეხის რაიონ სოფელ ხიზაში ცხოვრობს, სამი შვილი და ქმარი მიწას მიაბარა და სულ მარტო დარჩა… შვილებიდან ერთი ავარიით დაეღუპა, მეორემ თავი მოიკლა, მესამე კი ფილტვის დაავადებით გარდაიცვალა.
მესამე შვილის სიცოცხლისთვის იბრძოდა, გაიყიდა, რისი საშულებაც ჰქონდათ სოფელში ( საქონელი, ფრინველი და ა.შ)
იმ შვილსაც ვერ უშველა და დარჩა განახევრებული პენსიით (დანარჩენს ბანკის ვალში იხდის).
ერთადერთი იდეა, რაც გაგვიჩნდა, ისაა, რომ ბებოსთვის დავიწყოთ თანხის მოგროვება, რომ შევუძინოთ ცხოველები (მაგალითად, ძროხა ან ხბო).
საშინელ დეპრესიშია ბებო, რომ ვერაფერს აყოლებს გულს. ამიტომ ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალია“ - წერს ნიკა გოგოლაძე სოციალურ ქსელში - ვისაც გსურთ, გვაჩუქოთ თუნდაც 1 ქათამი, გთხოვთ, შეგვეხმიანეთ. ვიწყებთ თანხის შეგროვებას, ძროხის საყიდლად“.
კეთილი ადამიანების დახმარებით, მერი ბებოს 2000 ლარად ძროხა უყიდეს, რომელიც დაახლეებით 2 კვირაში ხბოსაც მოიგებს და 10-12 ლიტრ რძესაც მოიწველება. - ინფორმაციას კვლავ ნიკა გოგოლაძე ავრცელებს.