დმიტრო კულებას განცხადებით, ჩერნობილში რადიაციის გაჟონვის საშიშროებაა

ჩერნობილი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს.

კულებას განცხადებით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი სადგური დაზიანებულია.

„სარეზერვო დიზელის გენერატორებს აქვთ 48 საათიანი სიმძლავრე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისთვის. ამის შემდეგ, დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემები შეჩერდება, რაც რადიაციის გაჟონვას გარდაუვალს გახდის.

პუტინის ბარბაროსული ომი მთელ ევროპას საფრთხეში აყენებს. მან ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს!,"-აცხადებს დმიტრო კულება.