პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მიერ მხარდაჭერილი RT-ის ლიცენზია გააუქმა
მარეგულირებელი დოკუმენტის თანახმად, გამოძიებამ RT-ზე დაადგინა, რომ ლიცენზიატი, (ANO TV Novosti), არ აკმაყოფილებდა გაერთიანებული სამეფოს მაუწყებლობის ლიცენზიას.
„RT დაფინანსებულია რუსეთის სახელმწიფოს მიერ, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიჭრა მეზობელ სუვერენულ ქვეყანაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ ასევე აღვნიშნავთ რუსეთში ახალ კანონებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ადანაშაულებენ ნებისმიერ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას, რომელიც გადახრილი იქნება რუსული ნარატივისგან, განსაკუთრებით უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში RT წინა ორი კვირა გათიშული იყო.