„საზღვაო ქვეითები მუდამ ერთგულები იქნებიან!“ – უკრაინელი მაიორის წერილი აზოვსტალიდან

მეომარი

მარიუპოლის გარნიზონის ერთ-ერთმა ლიდერმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგეი ვოლინამ საკუთარ „ფეისბუქზე“, აზოვსტალის ქარხნიდან, სადაც აზოვის პოლკისა და უკრაინის საზღვაო ქვეითთა ბოლო ძალებია გამაგრებული, წერილი გამოაქვეყნა.

რას ვგრძნობ?

თითქოს მოვხვდი რაღაც ჯოჯოხეთურ რეალითი შოუში, რომელშიც ჩვენ, სამხედროები ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიყენებთ ნებისმიერ შანსს გადარჩენისთვის, მთელი მსოფლიო კი უბრალოდ საინტერესო სიუჟეტს უყურებს! ასეთი სცენარებს ფილმებსა და სერიალებში იყენებენ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეს ფილმი არ არის, ჩვენ კი გამოგონილი პერსონაჟები არ ვართ! ეს რეალური ცხოვრებაა! ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, წვალება, ცრემლები, შიში, სიკვდილი – ყველაფერი სინამდვილეა!

რა მაკვირვებს?

ცინიზმი!!! ადამიანის ცინიზმს საზღვარი არ აქვს!!! არსებობს საზოგადოდ მიღებული წესები, ისინი ყველასთვის ერთია, დამოწმებულია უამრავი კანონით, ხელმოწერითა და ბეჭდით, თუმცა ისინი არ მოქმედებენ! მაშინ რა საჭიროა ისინი?

რისი იმედი მაქვს?

გასაკვირია! იმისი, რომ უმაღლესი ძალები (ამ სიტყვის ფართო გაგებით) ჩვენი გადარჩენისთვის გამოსავალს იპოვიან! და ეს ჯოჯოხეთური რეალითი შოუ დასრულდება...

უმაღლესო ძალებო, ველით თქვენი ქმედების რეზულტატს... დრო მიდის, დრო კი ჩვენი სიცოცხლეა!

საზღვაო ქვეითები – მუდამ ერთგულნი იქნებიან! დიდება უკრაინას!

P.S. თეთრი დროშები, მოქალაქეთა ევაკუაციისთვის, უკვე ოთხჯერ იქნა გამოყენებული ხალხის თითოეული ევაკუაციის დროს. ბოლო ევაკუაციის საფასური – სამი მოკლული და ექვსი დაჭრილი სამხედრო. მარიუპოლის გარნიზონმა მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად გააკეთა ყველაფერი. ვთხოვთ ყველას, სამხედროების ევაკუაციისთვის მაქსიმუმი ძალისხმევა გამოიჩინონ.