დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დონეცკის ეპარქიის ცნობით, სვიატოგორსკის ლავრა, დღეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ისევ დაბომბეს.
საბედნიეროდ, საჰაერო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, არიან დაჭრილები.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„4 მაისს, 7:45 წუთზე, ღვთისმშობლის ლოცვაზე ლავრის შესასვლელთან, ორი აფეთქება მოხდა:
ერთი რაკეტა ტაძრის გვერდით აფეთქდა, მეორე აფეთქება ლავრიდან დაახლოებით 100 მეტრში მოხდა.
ლავრის ეზოში აფეთქების შედეგად პატარა ფრაგმენტები მიმოიყარა.
მომხდარის შედეგად ორი ადამიანი მუცელისა და კიდურის არეში დაიჭრა.
დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი კრამატორსკში, ქირურგიის განყოფილებაში.
ეკლესიებში არაერთხელ მოხდა აფეთქებები“, - ნათქვამია განცხადებაში.