"დედა, მე უკრაინაში ვარ, აქ ნამდვილი ომია, მეშინია..." - რუსი ჯარისკაცის მიმოწერა მშობელთან

mob

უკრაინული მედია ირწმუნება, რომ ხელთ რუსი ჯარისკაცის დედასთან მიმოწერის დამადასტურებელი მოკლე ტექსტური შეტყობინება ჩაუვარდა. - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია გამოცემა unian-ი ავრცელებს. 

დედასთან კონტაქტის შემდეგ, რუსი ოკუპანტი უკრაინაში საბრძლო მოქმედებებისას დაიღუპა. 

როგორც მესიჯებიდან ირკვევა, ჯარისკაც შვილს დედა ტელეფონით ურეკავდა, მაგრამ მათ შორის კავშირი ვერ დგებოდა. 

დედამ ჰკითხა, რატომ არ პასუხობდა შეტყობინებებს ამდენი ხნის განმავლობაში და იყო თუ არა წვრთნებზე. რუსი ოკუპანტის მამას კი შვილისთვის ამანთის გაგზავნა უნდოდა. 

რაზეც რუსმა ჯარისკაცმა მშობელს უთხრა, რომ ის არც ყირიმში იყო და არც - წვრთნებზე. ჯარისკაცმა დაადასტურა, რომ უკრაინაში იმყოფებოდა, თუმცა ნამდვილ ომში.

„დედა, მე უკრაინაში ვარ, აქ ნამდვილი ომია, მეშინია, ყველას ვეხებით, მშვიდობიან მოსახლეობაც კი...

ფაშისტებს გვეძახიან.

დედა, ძალიან მიჭირს", - წერს ჯარისკაცი.