1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ოკუპანტებს შორის იზრდება მათი რიცხვი, ვინც უკრაინის მხარეს გადადის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეჟიმთან საბრძოლველად. ამის შესახებ ინფორმაციას დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
„უფრო მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე არა მხოლოდ უარს ამბობს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე, არამედ იარაღით ხელში უკრაინის მხარეს მიდის, რათა მონაწილეობა მიიღოს პუტინის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია ანგარიშში.
პენტაგონის ბოლო შეფასებით, რუსი სამხედროების საბრძოლო ძალა 90%-ზე დაეცა. მათ სურსათისა და საწვავის მიწოდების პრობლემა ექმნებათ.
ომის დაწყების დღიდან რუსი ოკუპანტები კიევის აღებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
შეჭრამდე კრემლმა უკრაინის ირგვლივ 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი დააგროვა, ასევე თვითმფრინავი, არტილერია, ტანკები და სხვა საცეცხლე ძალა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ თვეში უკვე გაანადგურეს 15 ათასზე მეტი რუსი დამპყრობელი.