1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ავსტრალიამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტის სამიზნე ასევე არის 22 „რუსი პროპაგანდისტი და დეზინფორმაციის ოპერატორი“, მათ შორის მედიასაშუალებების Russia Today, Strategic Culture Foundation, InfoRos და NewsFront-ის რედაქტორები.
ამასთან, სანქცირებულ პირებს შორის არიან : ლუკაშენკოს მეუღლე გალინა და მისი ვაჟი ვიქტორი, რომლებიც ადრე მთავრობაში ეროვნული უსაფრთხოების მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.
„სანქციების მიზანია, უზრუნველყოს, რომ რუსეთმა და მათ, ვინც მხარს უჭერს მის უკანონო, არაპროვოცირებულ შეჭრას დემოკრატიული მეზობლის ტერიტორიაზე, გადაიხადონ მაღალი ფასი,“- აღნიშნულია განცხადებაში.