პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2 დღის წინ გოსტომელის აეროდრომზე ვიყავით შესულები. დაბრუნების შემდეგ ჩვენი დანაყოფის 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი, დავით ქაცარავა წერს.
მისი თქმით, ფაქტი, რომ რუსებმა შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენონ, საფუძველს მოკლებული არაა.
„ამ ეტაპზე ჩვენი ბიჭები მკურნალობენ და დარწმუნებული ვარ, ყველა მალე გამოჯანმრთელდება.
რუსორკებისგან ნებისმიერი ნაბიჭ***ბა არის მოსალოდნელი და საუბრები იმაზე, რომ რუსები შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებას დააპირებენ, საერთოდ არ არის საფუძველს მოკლებული.
სხვათა შორის, გაქცეულმა რუსორკებმა ძალიან ბევრი აირწინაღი დატოვეს მიმოფანტული აეროდრომის ტერიტორიაზე. ასე რომ, ეს ნაბიჭ****ი სახელმწიფო როგორც მინიმუმ, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე არ იტყვის უარს. მორდორი აუცილებლად უნდა დაიშალოს მარტივ მამრავლებად და ეს პროცესი შეუქცევადი უნდა გახდეს“, - წერს ქაცარავა.