კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
კიდევ ერთხელ გამოვთქვი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ამ ძალიან რთულ დროს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი „ტვიტერში“ წერს. ილია დარჩიაშვილი კომენტარს აკეთებს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ.
„მქონდა მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი საქართველოს და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობაზე. კიდევ ერთხელ გამოვთქვი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ამ ძალიან რთულ დროს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ერებს შორის მეგობრობის გასაძლიერებლად“, – წერს ილია დარჩიაშვილი.
ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც. „ილია დარჩიაშვილის მადლობელი ვარ იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლას“, – აღნიშნავს კულება.