დაიკარგა რუსული პირველი არხის თანამშრომელი, რომელმაც პირდაპირ ეთერში პლაკატით უკრაინაში ომი გააპროტესტა

Marina Ovsyannikova

რუსული პირველი არხის თანამშრომლის ადგილსამყოფელს, რომელმაც პირდაპირ ეთერში პლაკატით უკრაინაში ომი გააპროტესტა, ადვოკატი და ახლობლები ამ დრომდე ეძებენ.

„ყველასთვის, ვინც ნახა სიუჟეტი, იყო სრული შოკი. ალბათ პირველად ბოლო კვირების განმავლობაში მას შემდეგ, რაც მაკდონალდსისი რიგები და სხვა ბევრი რამ ვიხილეთ, ეს იყო კიდევ ერთი შოკი რამაც ასეთი რეაქცია გამოიწვია“, - ამბობს ჟურნალისტის ახლობელი.

ახლობლები ამბობენ, რომ ჟურნალისტისგან არაფერია ცნობილი.

„სამწუხაროდ, არაფერია ცნობილი, ბოლო შეტყობინება იყო ის, რომ ის იყო ოსტანკინოში, სადაც, ფაქტობრივად, ყველა ერთად ჩამოვედით, მაგრამ ის აქ არ არის. ყოველ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომლების თქმით. ადვოკატი წავიდა ამის შესახებ განცხადების შესატანად, ჩვენ ველოდებით, ვცდილობთ სხვა განყოფილებაში შევიდეთ, რათა გავარკვიოთ“, - ამბობს მარინა ოვსიანნიკოვას ახლობელი.

ცნობისთვის, ტელევიზიის თანამშრომელმა ასევე გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განმარტა, რომ "ის, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს არის დანაშაული. რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და პასუხისმგებლობა ამ აგრესიაზე აკისრია მხოლოდ ერთ ადამიანს, ეს ადამიანი ვლადიმირ პუტინია," - ამბობს მარინა ოვსიანნიკოვა დაკავებამდე გავრცელებულ ვიდეოში.