„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი
1749115989
უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად, ხარკოვში 600 საცხოვრებელი სრულადაა განადგურებული, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველები იცავენ მოქალაქეების ინტერესებს და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარებას უწევენ მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრაში.
„პოლიცია ყოველდღე სტუმრობს ადგილებს, სადაც ხარკოვის მცხოვრებლები იძულებულნი არიან, დაემალონ მტრის არმიის სახმელეთო და საჰაერო თავდასხმებს და, მოხალისეებთან ერთად, ადამიანებს საკვებს, წამლებსა და ჰიგიენურ ნივთებს ურიგებენ“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.