დაასრულეთ ეს გიჟური ომი - ტრამპი

პოლიტიკ

დაასრულეთ ეს გიჟური ომი, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისათვის საბრძოლო ტანკების გაგზავნის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას.

ჯერ ტანკები იქნება, მერე – ბირთვული რაკეტები. დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ახლა. ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია“ - ტრამპმა ეს განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში, truth social -ში გამოაქვეყნა.

25 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს.

„Abrams-ის ტანკები მსოფლიოში ყველაზე ბრძოლისუნარიანი ტანკებია. ასევე უკიდურესად კომპლექსურია ექსპლუატაციისა და მომსახურების კუთხით. ამიტომ ჩვენ ასევე ვაძლევთ უკრაინას სათადარიგო ნაწილებსა და აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია ამ ტანკების ეფექტურად მართვისთვის ბრძოლის ველზე. ჩვენ დავიწყებთ უკრაინული ჯარების მომზადებას ამ საკითხებზე, რაც შეიძლება მალე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.