შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
კომპანია „მეტაში“ აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაბლოკილ ანგარიშებს უახლოეს მომავალში აღუდგენენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელებში ანგარიშები 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, განუსაზღვრელი ვადით დაუბლოკეს.
აღსანიშნავია, რომ „მეტამდე“ ექსპრეზიდენტს დაბლოკილი ანგარიში „ტვიტერმაც“ აღუდგინა, თუმცა დონალდ ტრამპი მიკრობლოგზე ჯერჯერობით არ დაბრუნებულა. მან 2021 წელს საკუთარი სოციალური ქსელი Truth Social აამოქმედა, სადაც ხუთ მილიონამდე გამომწერი ჰყავს. „ფეისბუქზე“ კი ტრამპს სამი მილიარდი გამომწერი ჰყავდა.