CNN: კიევში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა

კიევი

კიევში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა „ტოჩკა უ-ს“ ტიპის რუსული რაკეტები გააუვნებელყვეს, მათი ფრაგმენტები კი მდინარეში ჩაცვივდა. გამოცემის ცნობით, ასევე დროგამოშვებით ისმის დაბობმვებისა და სროლის ხმა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში 36-საათიანი კომენდანტის საათი მოქმედებს. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კომენდანტის საათი ოთხშაბათს 07:00 საათამდე იმოქმედებს. ქალაქში გადაადგილება მხოლოდ საშვის მქონე პირებს შეეძლებათ.