დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკუნ სიბნელეშიც კი უკრაინა და ცივილიზებული სამყარო თვალნათლივ ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს, რომელიც რუსეთმა დღეს მიიტანა უკრაინის თბოელექტროსადგურებზე,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ხარკივის თბოელექტროსადგურზე იერიშს. 11 სექტემბერს ოკუპანტებმა ხარკივის ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ხარკივს წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ზელენსკი ოკუპანტებს მიმართავს და ამბობს, რომ რუსებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს ვინ არიან უკრაინელები.
„უკუნ სიბნელეშიც კი უკრაინა და ცივილიზებული სამყარო თვალნათლივ ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს, რომელიც რუსეთმა დღეს მიიტანა უკრაინის თბოელექტროსადგურებზე.
ისევ გგონიათ, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ, კიდევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, დაგვაჩოქებთ, დაგვარწმუნებთ დათმობაზე? მართლა ვერაფერი გაიგეთ, ვერ გაიგეთ ვინ ვართ, რისთვის ვართ და რაზე ვსაუბრობთ?
გაზის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;
სინათლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;
წყლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;
საჭმლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ.
ჩვენთვის სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ისეთივე საშინელი და მომაკვდინებელი არ არის, როგორიც თქვენთან მეგობრობა და ძმობა. მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ჩვენ ვიქნებით გაზით, დენით, წყლით და საკვებით და უთქვენოდ!“,- ამბობს ზელენსკი