შეკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება - სად და როგორ აიყვანეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
1742326584
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის გეგმებშია არა უკრაინის ოკუპაცია, არამედ მისი „დემილიტარიზაციია და დენაციფიკაცია”.
პუტინის თქმით, 2014 წელს რუსეთი „ვალდებული იყო დაეცვა ყირიმისა და სევასტოპოლის მცხოვრებლები“, დღევანდელი მოვლენები კი უკავშირდება რუსეთის დაცვას მათგან, ვინც „უკრაინა მძევლად აიყვანეს“ და ცდილობენ, იგი რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ.
„უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანია, დაიცვას ადამიანები, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ დაცინვასა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ. ამისთვის ჩვენ ვიბრძოლებთ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციზაციფიკაციისკენ ისევე როგორც მათი პასუხისგებაში მიცემისთვის, ვინც მრავალი სისხლიანი დანაშაული ჩაიდინა მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ.
ამასთან, ჩვენს გეგმებში არ შედის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. ძალით არავის არაფერს ვახვევთ თავს“, — აცხადებს პუტინი.