ჩვენი ბიჭები წინ მიდიან, ისინი საუკეთესო შედეგებს გვაძლევენ - ვოლოდიმირ ზელენსკი

zelenski

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, ფრონტზე უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ.

„რაც შეეხება ფრონტს, ბიჭები წინ მიიწევენ. მარცვლეულს რაც შეეხება, გემები მიდიან. რაც შეეხება დამპყრობლებს, ისინიც... გემების გზას მიუყვებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული არტილერია გახდა ყველაზე ძლიერი ევროპაში.

„ეს ყოველთვის ასე იქნება. მიუხედავად მტრის არტილერიის ფიზიკური უპირატესობისა, უბრალოდ რაოდენობრივი,  ჩვენი ჯარისკაცები საუკეთესო შედეგებს გვაძლევენ. ჩვენი არტილერისტების უპირატესობა ხარისხობრივია - უნარი, ინტელექტი, საკუთარი თავის და ჩვენი ქვეყნის რწმენა“, - აღნიშნა მან.