გაგრძელდება თუ არა ომი უკრაინაში 2024 წლამდე - რას ამბობს სამხედრო ექსპერტი

უკრაინა

არსებობს საშიშროება, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი 2024 წლამდე გაგრძელდეს. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა.

როგორც ჟდანოვი ამბობს,  2024 წელს რუსეთში, შეერთებულ შტატებსა და უკრაინაში არჩევნებია მოსალოდნელი -  „ომის გახანგრძლივება არის ერთ-ერთი ვერსია, ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, რომ გამარჯვება 24-ე წელს მიუახლოვდეს, კერძოდ, არჩევნებამდე“.

მისი თქმით, გარდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ვატიკანისა, დღეს არავინ არ არის დაინტერესებული რუსეთის შენარჩუნებით მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე.

„შესაძლოა, რუსეთი ისე დავამარცხოთ, რომ ნატო რუსეთში შევიდეს და აიღოს კონტროლი ატომურ არსენალზე, გადასცეს IAEA-ს და ინტენსიურად გაანადგუროს, ხოლო მისი განადგურების შემდეგ რუსეთი დარჩება ჩვეულებრივ ქვეყნად, როგორც ყველა. უკვე ვერ მოახდენს გავლენას გეოპოლიტიკურ პროცესებზე“, - განაცხადა ექსპერტმა.