კარგი ამბავი მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
1742847532
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დააწესონ ემბარგო რუსეთის ენერგო გაყიდვებზე.
„ენერგეტიკული წყაროებით, რომლის იმპორტსაც ჩვენ ვახორციელებთ, ფინანსდება რუსეთის სამხედრო ოპერაციები. ჩვენ ვერ გადავიხდით ბუნებრივი აირის და ნავთობის საფასურს უკრაინის სისხლით“, – განაცხადა ლანდსბერგისმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე.
BBC-ის ცნობით, ბრიუსელში იტალიის პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა იგეგმება, რომელზეც რუსეთის ენერგო რესურსებზე იტალიის ამჟამინდელი დამოკიდებულება უნდა განიხილონ და თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი იტალიის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისთვის.