პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალმა ზელანდიამ სანქციების ახალი სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 100 რუს ოლიგარქს შეზღუდვა დაუწესდება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა აღნიშნა, რომ ახალი შეზღუდვები გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვას 100 რუსი ოლიგარქისთვის და ხელს შეუშლის მოსკოვში რეგისტრირებული იახტების, გეგმებისა და თვითმფრინავების შეღწევას ახალი ზელანდიის საჰაერო სივრცეში ან წყლებში.
„ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტის გაკეთებას და შესაბამისი რეაქცია გვექნება რუსეთი ქმედებებზე. მიუხედავად საერთაშორისო დაგმობისა, უკრაინელი ხალხის გამძლეობისა და წინააღმდეგობისა, რუსეთის თავდასხმა გრძელდება, ისევე როგორც ჩვენი ზეწოლა“,- განაცხადა პრემიერმა.