ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები - დმიტრი პესკოვმა რუსული არმიის დიდი მსხვერპლი დაადასტურა

პესკოვი

ვლადიმირ პუტინის პრესპიკერი დმიტრი პესკოვი რუსული არმიის დიდ დანაკარგს ვეღარ უარყოფს.

Sky News-თან ინტერვიუში 6 გენერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უარყო, თუმცა ათასობით ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურა.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები, ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა. მაგრამ რაც შეეხება ორ რეგიონს კიევიდან დ ჩერნიჰივიდან უკანდახევა მოლაპარაკებების დროს, კეთილგანწყობის ჟესტია. ეს იყო კეთილგანწყობის აქტი, ამ რეგიონებში დაძაბულობის განმუხტვა და იმის ჩვენება, რომ რუსეთი მზადაა შექმნას კომფორტული პირობები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“,  - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.