ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ თუ დაგვესხმებიან, თავს დავიცავთ - ვლადიმერ ზელენსკი ​

ზელენსკი

ჩვენ არ გვჭირდება მორიგი ცივი ომი, ან სისხლიანი ომი, ან ჰიბრიდული ომი, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან სამხედრო გზით, ჩვენ თავს დავიცავთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

„რუსეთის ყველა მოქალაქეს მინდა მივმართო. რუსეთის მოქალაქეებს როგორც უკრაინის მოქალაქე მივმართავ. ჩვენ საერთო საზღვრის 2 000 კილომეტრი გვყოფს. დღეს საზღვრის გასწვრივ თქვენი ჯარი დგას. თითქმის 200 000 ჯარისკაცი, ათასობით საბრძოლო მანქანა. თქვენმა ხელმძღვანელობამ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ნაბიჯის წინ გადადგმა დაამტკიცა. ეს ნაბიჯი ევროპულ კონტინენტზე დიდი ომის დასაწყისი შეიძლება გახდეს. მიზეზი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაჩნდეს.

გეუბნებიან, რომ ეს ცეცხლი უკრაინელ ხალხს გაათავისუფლებს. მაგრამ უკრაინელი ხალხი თავისუფალია. მას ახსოვს საკუთარი წარსული - და აშენებს თავის მომავალს. აშენებს და არა ანადგურებს, როგორც ყოველდღე გეუბნებიან ტელევიზიით. უკრაინა თქვენს ახალ ამბებში და უკრაინა რეალურ ცხოვრებაში ორი სრულიად განსხვავებული ქვეყანაა. გეუბნებიან, რომ ნაცისტები ვართ. მაგრამ როგორ შეიძლება ნაციზმს მხარი დაუჭიროს ხალხს, რომელმაც რვა მილიონზე მეტი სიცოცხლე გაწირა ნაციზმზე გამარჯვებისთვის?“- განაცხადა ზელენსკიმ.