პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმას უახლოეს კვირაში ან დღეებში გეგმავენ“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.
„საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმას უახლოეს კვირაში ან დღეებში გეგმავენ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იქნება - ქალაქი, რომელშიც 2.8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს.
თუ რუსეთი ამ გეგმების განხორციელებას მიჰყვება, რუსეთი პასუხისმგებელი იქნება კატასტროფულ ომზე. აშშ და ნატოს მოკავშირეები ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავენ. ჩვენ არ გავაგზავნით ჯარებს უკრაინაში საბრძოლველად, თუმცა გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს დაუჭერენ უკრაინელ ხალხს.
რუსეთს პასუხს ვაგებინებთ მისი ქმედებებისთვის. დასავლეთი გაერთიანებულია და მტკიცედ განწყობილია. მზად ვართ, რუსეთს მკაცრი სანქციები დავუწესოთ, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. თუმცა, გავიმეორებ, რუსეთს შეუძლია დიპლომატიური გზა აირჩიოს. ჯერ კიდევ გვიან არ არის დეესკალაციისთვის“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.