ჩერნიგოვში რუსეთის არმიამ გამნაღმველი ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ჩერნიგოვი

ჩერნიგოვში რუსეთის არმიამ გამნაღმველი ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ ჩერნიგოვის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის უფროსი დმიტრი ბრიჟინსკი ავრცელებს.

ბრიჟინკის ცნობით, რაკეტა ჩერნიგოვში ერთ-ერთ ბლოკპოსტთან ჩამოვარდა, სადაც გამნაღმველი მისიის თანამშრომლები განაღმვით სამუშაოებს აწარმოებდნენ.