„გარდაიცვალა ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანდასახული ადამიანი“ - სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1757015810
რუსეთი თუ მომავალშიც უარს იტყვის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ჩვენ, აშშ-სთან ერთად, ამას მკაფიო პასუხს გავცემთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრისა და დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, უახლოეს დროში ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის კონტაქტები შედგება.
„ჩვენი მკაფიო გზავნილია, რომ ახლა ყველა გზავნილი რეალობად უნდა იქცეს. ის, რაც ორი კვირის წინ შეთანხმებული იყო: ორი პრეზიდენტის დონეზე შეხვედრა, შემდგომ სამმხრივი შეხვედრა და ოთხმრივი შეხვედრა. თუ რუსეთი მომავალშიც უარს იტყვის მშვიდობის შესახებ კონკრეტულ მოლაპარაკებებზე, მაშინ ჩვენ, აშშ-სთან ერთად, წავალთ დამატებით სანქციებზე და მკაფიო პასუხს გავცემთ რუსეთის ამ უარს“, – თქვა მაკრონმა.