რუსეთი თუ გააგრძელებს დროის გაჭიანურებას, ევროპა გააძლიერებს სასანქციო ზეწოლას - ფრიდრიხ მერცი

რიდრიხ მერცი

რუსეთი თუ გააგრძელებს დროის გაჭიანურებას, ევროპა გააძლიერებს სასანქციო ზეწოლას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი წერს, რომელიც დღეს პარიზში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ მონაწილეობდა.

„ჩვენ, ევროპელები, გავაგრძელებთ ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინასთან და ჩვენს ერთობლივ ქმედებებთან დაკავშირებით. ამაზე დღეს შევთანხმდით „მსურველთა კოალიციის“ ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც ორგანიზებული იყო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ჩემ მიერ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სამიტის ორგანიზებაზე პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით. იქ უნდა შეთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტა. თუ რუსეთი დროის გაჭიანურებას გააგრძელებს, ევროპა გააძლიერებს სასანქციო ზეწოლას, რათა გაზარდოს მოლაპარაკებების გზით გამოსავლის პოვნის პერსპექტივა“, – წერს მერცი.

გერმანიის ლიდერის თქმით, როდესაც მიღწეული იქნება გამოსავალი მოლაპარაკებების გზით, ევროპელებს სურთ, საკვანძო წვლილი შეიტანონ უკრაინისთვის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფაში.

„ფოკუსირება უნდა მოხდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებაზე, შეიარაღებასა და წვრთნაზე. გერმანია ამ საკითხში კიევის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვაცნობეთ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს და გამოვთქვით იმედი, რომ აშშ გააგრძელებს არსებითი როლის შესრულებას მხარდაჭერის უზრუნველყოფის, უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებისა და დიპლომატიური პროცესის ფორმირების ძალისხმევაში“, – წერს ფრიდრიხ მერცი.