ბიჭი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

ნოკა

ბიჭი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს.

„წავიდა და გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი ბიჭი. დაილოცოს უფალო შენი განგება,  შენც კარგები გყვარებია. ნოკა, მოგიკვდეს მამიდა, შვილო, შემართებით ვარო, მეუბნებოდი... ეს რა დღეში ჩაგვყარე, შვილო,სიტყვები არა მაქვს, ვანუგეშო შენი გამწარებული მშობლები, გოჩა და აზა. ვაიმე, მუხთალო წუთისოფელო...“ - წერს ბიჭის მამიდა.

ნოკა ხურციძეს ავარიის შემდეგ ფილტვზე განუვითარდა სიმსივნის აგრესიული ფორმა, ჰქონდა მეოთხე სტადია და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ოჯახი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ახალგაზრდას საფრანგეთიდან თურქეთში გადაყვანა და მკურნალობა სჭირდებოდა, სწორედ ამიტომ, უამრავი ადამიანი გაერთიანდა და დახმარებას შეეცადა.