„ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიდის“, - აზოვსტალის მებრძოლის მეუღლე

მებრძოლები

პარასკევს, რუსეთმა განაცხადა, რომ აზოვის ქარხანაში მყოფი ბოლო მცველები დანებდნენ, ხოლო ფოლადის ქარხანა და ქალაქი რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მხარე არ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამომცემლობამ თავად  სცადა გადაემოწმა ქარხანაში დარჩენილი უკრაინელი მებრძოლების ზუსტი რაოდენობა, თუმცა დამოუკიდებლად ვერ მოახერხა.

თუმცა ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო სადაც ჩანს როგორ ტოვებდნენ უკრაინელი სამხედროები აზოვის ქარხანას მას შემდეგ, რაც  უკრაინელმა მეთაურმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჯარისკაცებს უბრძანებს შეენარჩუნებინათ სიცოცხლე და  შეეწყვიტათ მარიუპოლის დაცვა.

ევაკუირებული სამხედროები ახლა ომის ტყვეები არიან თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში.

ოჯახის წევრები მებრძოლებთან დაკავშირებას ცდილობენ.

„ჩემმა ქმარმა მომწერა ორი დღის წინ. მდგომარეობა მართლაც მძიმე და საშინელია“, - ამბობს ნატალია ზარიცკა, რომლის ქმარი აზოვსტალში მებრძოლებს შორის იყო.