მე და სარდლობა აზოვსტალის ტერიტორიაზე ვართ, მიმდინარეობს გარკვეული ოპერაცია - პალამარი

აზოველი

მე და ხელმძღვანელობა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ვრჩებით, – ამის შესახებ განცხადება ლეგიონ აზოვის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა მისი ტყვედ ჩაბარების შესახებ.

„ოპერაცია გრძელდება, რომლის დეტალებსაც არ გავამხელ. მადლობა მთელ მსოფლიოს. მადლობა უკრაინას. მხარდაჭერისთვის. შევხვდებით“, – განაცხადა პალამარმა.

შეგახსენებთ, რომ ქარხანა „აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების გაყვანის ოპერაცია სამი დღეა, გრძელდება.

რუსული მედია წერს, რომ ქარხნის ტერიტორიიდან გამოიყვანეს 1 700 უკრაინელი სამხედრო.

უკრაინული მხარე არ ასახელებს ქარხნიდან გამოსული ჯარისკაცების რაოდენობას და აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ მათი გამოყვანა ოპერაციის მხოლოდ ერთი ნაწილია და რომ ისინი უნდა გაცვალონ რუს ტყვეებზე.