პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ჩემი „ინბოქსი“ სავსეა ჩემი შვილების ლანძღვით, იმ პოზიციის გამო, რომელზედაც მე ვდგავარ. მაგრამ როგორც ჩანს მსოფლიოს აბსოლუტურად არ აინტერესებს ვისი შვილი ისჯება“ - ამის შესახებ რუსი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს.
„გლობალურმა ტოლერანტობამ დატოვა ჩატი. მან გააუქმა საკუთარი თავი, რაც გინდათ დაარქვით.
Black Lives Matter- ამბობენ ისინი და რუსების სიცოცხლე აღარ შედის მნიშვნელოვან საკითხთა სიაში? ტოლერანტობა არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ რუს ბავშვებზე, რომელთაც სკოლაში სცემენ და ძალადობენ? რუსებს რომელთაც მთელ მსოფლიოში ათავისუფლებენ და რესტორნებში აღარ ემსახურებიან.
ჩვენი ხალხი იძულებულია იმართლოს საკუთარი არსებობდა, მიუხედავად იმისა თუ როგორი პოლიტიკური პოზიცია უჭირავთ მათ. როგორ ფიქრობთ ეს ნორმალურია?
არის თუ არა ის ხალხი ადეკვატური, რომელთაც დაგმეს ჰომოფობია, გაავრცელეს ფემინიზმის იდეები, მაგრამ დაივიწყეს ადამიანის ძირითადი უფლება სიცოცხლისა და თავისუფლების შესახებ.
ჩემი „ინბოქსი“ სავსეა ჩემი შვილების ლანძღვით, იმ პოზიციის გამო, რომელზედაც მე ვდგავარ. მაგრამ როგორც ჩანს მსოფლიოს აბსოლუტურად არ აინტერესებს ვისი შვილი ისჯება. რუსული? როგორც ჩანს ეს არის ახალი ეთიკის წესები“, - წერს თინა კანდელაკი.