იუსტიციის სახლი გარკვეულ მომსახურებაზე ფასებს ანახევრებს - შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება
1773478104
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უმაღლესი რადას მიერ მიღებულ კანონს „რუსეთის ფედერაციისა და მისი მცხოვრებლების უკრაინაში არსებული საკუთრების იძულებითი ჩამორთმევის ძირითადი პრინციპების შესახებ".
ეს კანონი განსაზღვრავს რუსეთის ფედერაციის, როგორც სახელმწიფოს, რომელმაც დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინისა და მისი მახოვრებლების წინააღმდეგ, საკუთრების უფლების იძულებით ჩამორთმევას.
კანონის თანახმად, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის და მისი მცხოვრებლების ქონების იძულებითი კონფისკაცია მათი ღირებულების ყოველგვარი კომპენსაციის/ანაზღაურების გარეშე, ხდება რუსეთის ფედერაციის მიერ, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის გათვალისწინებით.