არანაირი იარაღის დაყრას არ ვაპირებთ ჩვენს გამარჯვებამდე - ზელენსკი

არანაირი იარაღის დაყრას არ ვაპირებთ ჩვენს გამარჯვებამდე, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინული ტელეკომპანიის, „უკრაინა 24“-ის ეთერში ჰაკერული თავდასხმის შედეგად გასულ განცხადებას, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა კაპიტულაციის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას TASS-ი   ავრცელებს.

„ბოლო ბავშვური პროვოკაციით, მე თითქოსდა ვთავაზობ იარაღის დაყრას. იარაღის დაყრისა და სახლში დაბრუნების შეთავაზება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედროებისთვის შემიძლია. ჩვენ სახლში ვართ, ვიცავთ ჩვენს მიწას, შვილებს და ოჯახებს. ასე რომ, არანაირი იარაღის დაყრას არ ვაპირებთ ჩვენს გამარჯვებამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.